იაკობ ქაჯაია
Aa
Aa

ოფიციალურად - იაკობ ქაჯაია 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ქართველი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია(ბერძნულ-რომაული სტილი) 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას დოპინგის საერთაშორისო სააგენტო ITA ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2023/2024 წლებში ქაჯაია ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიო ორგანიზაციის UWW-ს რეგისტრირებულ სატესტო ჯგუფში შედიოდა, რომელსაც ITA მართავს. სამწუხაროდ, სამ შემთხვევაში ქართველის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა და დოპინგ-ტესტის ჩატარება ვერ მოხერხდა.

ეს ყველაფერი კი UWW-ის ანტიდოპინგური წესების 2.4 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. 2024 წლის მაისში, ITA-მ საჩივარი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS)-ში შეიტანა და ქაჯაიას ქმედება წესების დარღვევად სცნო.

2025 წლის 4 აპრილს, სრულფასოვანი მოსმენის პროცესის შემდგომ, რომლის დროსაც ITA წარმოადგენდა UWW-ს, დადგინდა, რომ იაკობმა 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ დამალა ინფორმაცია თავისი ადგილის მდებარეობის შესახებ.

შედეგად, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ის 2027 წლის 3 აპრილამდე ვერცერთ შეჯიბრებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ასევე, 2024 წლის 6 იანვრიდან დღემდე ყველა ტურნირში მიღწეული შედეგი დისკვალიფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ იაკობ ქაჯაიამ ტოკიო 2020-ზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა(130კგ.)

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი - ორი ბრინჯაოს მედალი დასკვნით დღეს
მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი - ორი ბრინჯაოს მედალი დასკვნით დღეს