მოჭიდავეების წარმატება - 12 მედალი პრესტიჟულ ტურნირზე
Aa
Aa

მოჭიდავეების წარმატება - 12 მედალი პრესტიჟულ ტურნირზე

ევროპისა თუ მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების წინ, სპორტის თითქმის ყველა სახეობაში აპრობირებული მეთოდია გუნდების პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა, სადაც მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ ნაკრების წევრობის ყველა კანდიდატი საქმეში ნახონ და საბოლოო შემადგენლობა ამის მიხედვით დააკომპლექტონ.

სწორედ მსგავსი სახის ტურნირთა კატეგორიას განეკუთვნებოდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო შეჯიბრება, სადაც ჩვენი ქვეყნის როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდე ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. „კლასიკოსებმა“ ტურნირი 1 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლით დაასრულეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი გოგელაშვილი ავიდა, ხოლო გიორგი მუნჭავას (48 კგ), ერეკლე თავბერიძეს (65 კგ), მამუკა ბიძინაშვილსა (85 კგ) და თემურ სიმსივეს (110 კგ) ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დაკლდათ.

ბერძნულ-რომაულზე ორით მეტი მედალი მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, რომელთა ანგარიშზეც 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. საუკეთესო შედეგი კობა გოგუაძემ (71 კგ) აჩვენა, რომელიც გამარჯვებული გახდა. ნურადინ მუსტაფაევი (80 კგ), ელგუჯა ლომიძე (92 კგ) და გიგია ლუქუნიძე (110 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო საბა მინდიაშვილმა (45 კგ), რატი რევაზაშვილმა (71 კგ) და მურთაზ ბაღდავაძემ (110 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ჩემპიონი და რეკორდი - ტყეშელაშვილის ორი ოქრო
მეორე ჩემპიონი და რეკორდი - ტყეშელაშვილის ორი ოქრო