საღინაძის ლელო და სუპერნინიაშვილი - ლიონი ფინალში გავიდა
სარაგბო კლუბი „ლიონი“ ევროპის ჩელენჯ თასის ფინალში გავიდა, რაშიც კლუბის ქართველ ლეგიონერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. „რასინგ 92“-თან შეხვედრაში რონისპირული გუნდის მორაგბეებმა 14-ქულიანი სხვაობით, 29:15 გაიმარჯვეს, მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღეს, 5 საჯარიმო ზუსტად შეასრულეს და ორივე ლელო გარდასახეს.
მასპინძლების შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება ქართველმა მორაგბეებმა დაიმსახურეს - დავით ნინიაშვილს მართალია არც ლელო დაუდია და არც ქულები მოუტანია თავისი გუნდისთვის, მაგრამ სამაგიეროდ ბურთი 16-ჯერ წაიღო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. შეხვედრაში გამორჩეული იყო ასევე ბურთით დაფარულ მანძილში (93 მეტრი) და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების მოტყუებების (9) რაოდენობით. რაც შეეხება ბექა საღინაძეს, მან 51-ე წუთზე მასპინძლების შემადგენლობაში ლელო დადო.
ევროპის ჩელენჯ თასის ფინალი 23 მაისს გაიმართება, სადაც „ლიონის“ მეტოქე ინგლისის „ბეთი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში შოტლანდიის „ედინბურგს“ 39:24 მოუგო.