პაატა ღუდუშაური, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

ტორპედოს ზედიზედ მესამე მოგება - ბათუმელებმა კონკურენტთან წააგეს

საწყისი 12 ტურის განმავლობაში „დინამო ბათუმი“ Crystalbet ეროვნულ ლიგაში წაუგებელი იყო, ბოლო ორი მატჩიდან კი ორივე წააგო. რამდენიმე დღის წინ საკუთარ სტადიონზე „იბერიასთან“ (2:3) განცდილი მარცხის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ მომზადებულმა გუნდმა ამჯერად „შენგელია არენაზე“ „ტორპედოსთან“ (0:1) წაგება მიაყოლა, რომელიც ძალიან მძიმე სტარტის შემდეგ ნელ-ნელა გონს მოდის და სატურნირო ცხრილშიც პროგრესირებს.

შეხვედრის პირველ ნახევარში უფრო მეტად ბათუმელები აქტიურობდნენ, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე ინიციატივა მთლიანად ქუთაისელების ხელში გადავიდა, რასაც 54-ე წუთზე ბიორნ იონსენის გოლიც მოჰყვა. ნორვეგიელმა ფორვარდმა შეტევა თავადვე დაიწყო და ბურთი პაატა ღუდუშაურის პასით გაიტანა, რომელმაც ასისტი ზედიზედ მეორე ტურში შეასრულა. იონსენის ანგარიშზე კი მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლია.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XIV ტური ხვალ სამი შეხვედრით დასრულდება. „გაგრა“ საკუთარ სტადიონზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს, „დილა“ სათამაშოდ თელავში ჩავა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯის“ მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს
„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს