ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„2 პოტენციური თარიღი გვაქვს“ - დუ პლესიმ ჩიმაევთან ჩხუბზე ილაპარაკა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ ხამზატ ჩიმაევთან მოსალოდნელ ჩხუბზე ილაპარაკა.
სამხრეთ აფრიკელი მებრძოლის თქმით, არსებობს 2 პოტენციური თარიღი და მან თანხმობა ორივეზე მისცა.

„ბევრი მეკითხება, გაიმართება თუ არა ჩხუბი ამ წელს. 100%-ით კი. მალე იქნება ანონსი. UFC-მ ყველაფერი იცის. ეს ჭორები ჩემი ტრავმის შესახებ, არ ვიცი, საიდან გავრცელდა. მე უბრალოდ კონტრაქტს ველოდები და ეს ჩხუბი გაიმართება - უახლოეს თვეებში, უკიდურეს შემთხვევაში, უახლოესი 4 თვის განმავლობაში“, - თქვა დრიკუსმა თავის პოდკასტში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართულ UFC 312-ის მთავარ ბრძოლაში დუ პლესიმ ამერიკელი შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ჩიმაევს, ის წინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს და ბოლოს გასული წლის ოქტომბერში, რობერტ უიტაკერს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მახაჩევი დაანოკაუტოს“ - ცარუკიანი ილიაზე
„ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მახაჩევი დაანოკაუტოს“ - ცარუკიანი ილიაზე