საქართველოს ნაკრებმა გრეპლინგში ევროპის ღია ტურნირზე, 5 მედალი მოიპოვა
პოლონეთში ევროპის ღია ტურნირი ჭიდაობა-გრეპლინგში დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხუთი მედალი - სამი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
კიმონოს გარეშე ტურნირის ჩემპიონები დავით ზედგინიძე (58 კგ) და ალექსანდრე თევზაძე (100 კგ) გახდნენ, ჯიმშერ რაზმაძემ (71 კგ) და ნიკა მუშკუდიანმა (84 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამასთან, ჯიმშერ რაზმაძემ კიმონოთი ჩემპიონობაც იზეიმა.