მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„გრეპლინგის უნარები არ აქვს“ | უმარმა დვალიშვილის ერთადერთი სიძლიერე დაასახელა

მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ უმარ ნურმაგომედოვმა ქართველ ჩემპიონზე ისაუბრა. რუსმა მებრძოლმა „მანქანის“ საბრძოლო სტილზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც დვალიშვილს აქვს, მეტოქეზე ზეწოლის მოხდენის უნარია.

„დვალიშვილს კონკრეტული მეტოქისთვის მომზადება შეუძლია და სულელური, უხეში ძალა აქვს. მერაბი ისე ჭიდაობს, მოწინააღდეგის გაჩერება არ სჭირდება. გრეპლინგის უნარებს ვერ გვაჩვენებს და არ შეუძლია, მეტოქე პარტერში დატოვოს და გააკონტროლოს. ის უბრალოდ ზეწოლას ახორციელებს.

ვფიქრობ, 2025 წელს საჩემპიონო ქამარს ვერავინ წაართმევს. თუ კარიერა არ დაასრულა, მასთან რევანშის აღება მინდა. ჩემი მიზანია დავამტკიცო, რომ პირველი ჩხუბი მოტეხილი ხელის გამო წავაგე. თუ MMA-იდან წავიდა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემპიონი გავხდები“.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვმა კარიერაში პირველი მარცხი სწორედ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბში იწვნია - UFC 311-ზე გამართულ ჩხუბში „მანქანამ“ უმარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. დვალიშვილმა პირველად საჩემპიონო ქამარი სწორედ უმართან დაიცვა, შემდეგ კი შონ ომალის მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა