გიორგი გულიაშვილი, ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

ტექნიკის დემონსტრირება | გულიაშვილს ორი კარგი მომენტი ჰქონდა

ბოსნიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „სარაევო’’ შინ „შიროკი ბრიეგთან’’ 0:1 დამარცხდა. „სარაევოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა გიორგი გულიაშვილი სკამზე დასვა და მეორე ტაიმი სრულად ათამაშა. გულიაშვილს, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მინდორს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდა. ისევე როგორც დღეს, ბოსნიის თასის ფინალშიც ცვლილებაზე გამოვიდა. ტრავმის შემდეგ ბრუნდება და სათამაშო დრო ფორმის სრულად აღსადგენად უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ივნისში ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახებს და სათამაშო დროს მისცემს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს გოლის გატანის ორი კარგი მომენტი ჰქონდა, პირველ შემთხვევაში არაზუსტად დაარტყა. მეორე მომენტისას ბურთი ოსტატურად, ერთი შეხებით გაიგდო, ორ მცველს აჯობა, თუმცა ისეთი მიმართულებით წავიდა, რომ მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ აუღო.

„სარაევოს'' სასტარტოში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი იყო, შესვენების შემდეგ არ უთამაშია.

30 ტურის შემდეგ „სარაევო’’ 60 ქულით მესამე ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მეორეადგილოსანს 13 ქულით ჩამორჩება.

ბოსნიის თასის ფინალის პირველ მატჩში „სარაევომ’’ „შიროკი ბრიეგს’’ 4:0 მოუგო, საპასუხო მატჩი „შიროკი ბრიეგის’’ სტადიონზე ათ მაისს გაიმართება. 4-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა საკმაოდ რთულია. დიდი ალბათობით, გულიაშვილი ბოსნიის თასს აღმართავს, ლეგიონერის სტატუსით პირველ ტიტულს მოიპოვებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან
ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან