„არ უნდა ეთამაშა და გოლი გაგვიტანა“ - არტეტა მარცხს ისევ არ აღიარებს
„პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ორმატჩიან დუელში 1:3 დამარცხებული „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა მარცხს ვერ ურიგდება და თავის გასამართლებლად სხვადასხვა მიზეზებს ეძებს. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ 180 წუთის განმავლობაში ორივე გუნდში საუკეთესო მათი მეტოქის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იყო და „მეთოფეებმა“ პარიზელებისგან განსხვავებით ნამდვილი ფეხბურთი ითამაშეს. ახლა კი, კიდევ უფრო შორს წავიდა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ემირეით სთედიუმზე გამართული მატჩის 87-ე წუთზე, გაბრიელ მარტინელი აშრაფ ჰაკიმიმ წააქცია. ამ დროს მაროკოელს ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა და სლავკო ვინჩიჩს ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღო, მას მეორედ გააფრთხილებდა და გააძევებდა.
ამ დროს რა მოხდა საპასუხო თამაშში? მეორე გოლი მივიღეთ ჰაკიმისგან, რომელიც ლონდონში სრულიად სამართლიანად რომ გაეძევებინათ, პარიზში საერთოდ არ უნდა ეთამაშა. ფეხბურთში ბევრი ვითომდა შემთხვევითობა არსებობს და ამ ყველაფრის ერთობლიობას სავალალო შედეგები მოაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ, „არსენალი“ უტიტულოდ დარჩა, რის გამოც ბუნებრივია წლევანდელი სეზონი ამ გუნდისთვის წარუმატებლად უნდა შეფასდეს.