არტეტა: “უკიდურესად იმედგაცრუბული ვარ“
ბევრისთვის მოულოდნელად, ლონდონის არსენალი პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ბრაიტონთან სტუმრად 3:0 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
არტეტა:
„პირველ ორთაბრძოლაში, შემდეგ კი მეორე ბურთზე ვაგებდით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად პირდაპირ თამაშობდნენ ისინი, ამან თამაში ჩვენთვის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.
გარდა ამისა, როდესაც ბურთის დაბრუნებას ვახერხებდით, განსაკუთრებით ჩვენს ნახევარზე, ტექნიკური შეცდომების რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ამასთან, არ ვიცავდით თამაშის იმ პრინციპებს, რომლებიც ასეთ სიტუაციებში, ერთ-ერთზე ერთზე თამაშის დროს, ზეწოლისგან თავის დაღწევაში უნდა დაგვეხმაროს. ამის გამო მუდმივად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და თამაშის კონტროლი ძალიან რთული იყო.
უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ. პირველ რიგში, „ბრაიტონს“ გამარჯვება უნდა მივულოცოთ — მათ ეს დაიმსახურეს. ფეხბურთში, განსაკუთრებით პრემიერლიგაში, არის გარკვეული საბაზისო რამეები, რომლებიც უნდა შეასრულო. ჩვენ კი მათგან ძალიან შორს ვიყავით.“
ცნობისთვის, ლონდონური გრანდი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. თუ მანჩესტერ სიტი კრისტალ პალასს დაამარცხებს, სატურნირო ცხრილის ლიდერი სწორედ მარესკას გუნდი გახდება.