ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალშია - პსჟ-მა არსენალი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, პსჟ-მ „არსენალს“ „პარკ დე პრანსზე“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძლებმა 27-ე წუთზე გაიტანეს. თავი ესპანელმა ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა გამოიჩინა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.
69-ე წუთზე პსჟ-მ პენალტი გამოიმუშავა, თუმცა ვიტინიას დარტყმული ბურთი „მეთოფეების“ მეკარემ, დავიდ რაიამ მოიგერია.
72-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ აშფრაფ ჰაკიმიმ გაიყვანა. სტუმრების მხრიდან კი ერთადერთი გოლი ბუკაიო საკამ 76-ე წუთზე გაიატანა.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.