„არსენალთან“ მატჩის წინ, პსჟ-ს ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
Aa
Aa

„არსენალთან“ მატჩის წინ, პსჟ-ს ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პსჟ-„არსენალის“ განმეორებით მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება, რომელსაც „პარკ დე პრანსი“ უმასპინძლებს.

გადამწყვეტი მატჩის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ ფანებმა არეულობა მოაწყვეს, რის გამოც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 600-700 გულშემატკივარი სტადიონთან მდებარე ბულვარში შეიკრიბა. მათი ნაწილი ავტომობილებსა და ავტობუსის გაჩერებებზე აძვრა, რის გამოც სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ უმრავლესობას მატჩზე დასასწრები ბილეთები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამართულ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თვისებების მქონე შემტევის პოვნა ძალიან რთულია“ - ენრიკემ კვარაზე ისაუბრა
„მისი თვისებების მქონე შემტევის პოვნა ძალიან რთულია“ - ენრიკემ კვარაზე ისაუბრა