მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰმა პსჟ-ს ევროპის საუკეთესო გუნდი უწოდა

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა „წითლების“ გამარჯვებით დასრულდა, განმეორებით მატჩში კი პარიზელებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

„ეს მათი დღე იყო. დამარცხების შემდეგ ფეხბურთელებს ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: „გილოცავთ, წადით და მოიგეთ ლიგა!“. მთელი სეზონი შესანიშნავ ფორმაში ვიყავით, მაგრამ მარტში მცირე ჩავარდნა გვქონდა და მაშინ შევხვდით ევროპის საუკეთესო გუნდს შევხვდით. გულწრფელი უნდა ვიყო „პსჟ“ მართლა ძალიან კარგად მოქმედებდა პირველ მატჩში. ჩვენ გაგვიმართლა, მათ არა. ალისონმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, შემდეგ ისინი მოვიდნენ „ენფილდზე“ მოვიდნენ და ჩვენ არ გაგვიმართლა“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს დღეს ფინალში გასვლის შანსი აქვს. პსჟ-„არსენალის“ დაპირისპირება თბილისის დროით, 23:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამართულ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის გადასაწყვეტია | რა შემთხვევაში გახდება კვარა იტალიის ჩემპიონი
ნაპოლის გადასაწყვეტია | რა შემთხვევაში გახდება კვარა იტალიის ჩემპიონი