ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„ჰოლანდს ტიტულების მოგება სურს, ბარსელონას მოუხდებოდა“ - მენდიეტა

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გაისკა მენდიეტამ „მანჩესტერ სიტის“ ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მანჩესტერული კლუბის პრემიერლიგიდან დისკვალიფიცირების შემთხვევაში ერლინგ ჰოლანდი „ქალაქელებს“ დატოვებს.

მენდიეტა:

„სიტისთან“ დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ძალიან საინტერესოა, როგორ გადაწყდება ერლინგ ჰოლანდის მომავალი. 

მისნაირ ფეხბურთელებს ტიტულების მოგება სურთ. რა თქმა უნდა, ჰოლანდის ფასი ძალიან მაღალი იქნება, სულ მცირე 100 მილიონი, იმიტომ რომ სატრანსფერო ბაზარი ასეა მოწყობილი.

ჰოლანდი როგორც „ბარსელონაში“, ისე „რეალში“ შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ „ბლაუგრანას“ სტილი მას უფრო შეესაბამება“.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „სიტი“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის 115 ეპიზოდიდან 114-ში დამნაშავედ ცნო. რა სანქციები დაუწესდება მანჩესტერულ კლუბს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ „სიტიში“ უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგუეროს და რუნის აჯობა - ჰოლანდის რეკორდი და სიტის გამარჯვება დერბიში
აგუეროს და რუნის აჯობა - ჰოლანდის რეკორდი და სიტის გამარჯვება დერბიში