9 ოქრო 15 წონაში - ახალგაზრდა მოკრივეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
Aa
Aa

9 ოქრო 15 წონაში - ახალგაზრდა მოკრივეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ფოთში დასრულდა ზურაბ სარსანიას სახელობის ჭაბუკ მოკრივეთა ტურნირი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თხუთმეტი წონითი კატეგორიიდან ცხრაში ჩემპიონები ქართველი სპორტსმენები გახდნენ. ბიჭებს შორის ოქროს მედალი თემურ ლოლუამ, გიორგი კილასონიამ, დავით მუშკუდიანმა, ზვიად ჭოჭუამ, აკაკი ბასარიამ, ელნურ აბდულაევმა და დავით მხეცაძემ მოიპოვეს. გოგონებში კი ჩემპიონის ტიტული რამილდა თოლორდავამ, მარიამ ჭაფოძემ მოიგეს.

ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა, რომელსაც 21 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სომხეთი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ოქრო საქართველოს - გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონია!
პირველი ოქრო საქართველოს - გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონია!