ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„იდეალური ვარიანტია“ - თოფურიას პასუხი ვოლკანოვსკის

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის უპასუხა. „ვოლკმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ოქტაგონზე დასაბრუნებლად იანვარი კარგ ვარიანტად მიაჩნია და „ელ მატადორიც“ იგივე აზრზეა.

„იანვარი ჩემთვის იდეალურია! და ახალი!!!“, - განაცხადა თოფურიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას დაპირისპირება UFC 297-ის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც კანადა უმასპინძლებს. „ვოლკი“ ილიასთან გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს და ისლამ მახაჩევთან კიდევ ერთხელ იჩხუბოს.

სხვათა შორის, თოფურიას მწვრთნელის, ხორხე კლიმენტის მიხედვით, მათი იდეა ვოლკანოვსკისთან ჩხუბია და UFC-ისგან დასტურს ელოდებიან. კლიმენტის თქმით, ალექსთან ბევრად უკეთეს ილიას ვიხილავთ და მისი სახით, ახალი ჩემპიონიც გვეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ხვიჩამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო
Sofascore - ხვიჩამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო