მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„რემატჩში მოვუგებ“ | პიოტრ იანს სჯერა, რომ მერაბის დამარცხება შეუძლია

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დარწმუნებულია, რომ ტიტულს დაიბრუნებს. Submission Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დამარცხების სჯერა და რემატჩი მის სასარგებლოდ დასრულდება.

„მერაბს ჭიდაობა უყვარს და ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჩვენი ბოლო ორთაბრძოლის შემდეგ, ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, მეორე ჩხუბში ყველაფერი სხვანაირად იქნება. მჯერა, რომ მისი დამარცხება შემიძლია“.

მერაბისა და იანის პირველი ჩხუბი 2023 წლის მარტში გაიმართა და „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. დვალიშვილი დომინანტი იყო და ხუთივე რაუნდი მოიგო, თუმცა, მოგვიანებით, პიოტრმა განაცხადა, რომ ოქტაგონზე ტრავმებით გავიდა, რასაც ძალიან ნანობს.

ცნობისთვის, დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას 8 ივნისს გამართავს. „მანქანა“ შონ ომალის დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. მერაბისა და შონის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყოფნა დავიმსახურეთ, მიზანი კი უფრო შორს მიდის“ - ენრიკეს და ჰაკიმის პრესკონფერენცია
„აქ ყოფნა დავიმსახურეთ, მიზანი კი უფრო შორს მიდის“ - ენრიკეს და ჰაკიმის პრესკონფერენცია