ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

ბურჯანაძის კარგი მატჩი | ბექას გუნდმა ბარსელონას მოუგო და დარჩენის შანსი აქვს

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნა“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, ლიგა ენდესაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. 30-ე ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და მრისხანე მეტოქე 93:92 დაამარცხა.

ბურჯანაძე საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექამ პარკეტზე 29 წუთი და 11 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 1 სამქულიანი, 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26 გახლდათ და იგი მხოლოდ ერთ კალათბურთელს, იუნიო ბარუეტას ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. „ბარსელონას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 21 ქულა ჯაბარი პარკერის ანგარიშზეა.

ამრიგად, ბურჯანაძის გუნდს 7 მოგება და 23 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციას იკავებს. ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და „ლეიმა კორუნა“ „ბასკეტ ჟირონასა და „ბილბაოს“ 3-3 მოგებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაამტკიცა, რომ გორილას შანსი არ აქვს | მერაბის სასაცილო ვიდეო
დაამტკიცა, რომ გორილას შანსი არ აქვს | მერაბის სასაცილო ვიდეო