მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დაამტკიცა, რომ გორილას შანსი არ აქვს | მერაბის სასაცილო ვიდეო

მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სასაცილო ვიდეო განათავსა. რამდენიმე დღის წინ, „მანქანამ“ განაცხადა, რომ ერთ გორილას მის წინააღმდეგ შანსი უბრალოდ არ ჰქონდა და დვალიშვილმა დაგვიმტკიცა, რომ არ ცდებოდა.

„ხომ გითხარით. გორილას უპრობლემოდ დავამარცხებ-მეთქი“, - ამბობს მერაბი და გვიზიარებს კადრებს თუ როგორ უპირისპირდება გორილას. დვალიშვილი თეიქდაუნზე მიდის, გორილა პარტერში გადაჰყავს, შემდეგ კი მახრჩობელა ილეთით დანებებას აიძულებს.

სხვათა შორის, დვალიშვილმა გორილასთან გამართული ასე აღწერა: „ეს მარტივია. მე ჭკვიანი ვარ, ძლიერი, ყოველდღიურად ვვარჯიშობ... ფიქრობ, არ შემიძლია ერთი გორილას დამარცხება? მას წავაქცევ და დავარტყავ. მარტივია. ვფიქრობ, ერთ გორილას მარტივად დავამარცხებ, თუნდაც 272 კილოგრამი იყოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. მერაბმა ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა, მეორე დაცვა კი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა