ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - როგორია Opta-ს პროგნოზი

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები გარკვეულია და ახლა უკვე მთავარი ყურადღება გადამწყვეტი მატჩისკენაა მიმართული.

ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 31 მაისს გაიმართება და მას მიუნხენის „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.

ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია.

რაც შეეხება „ინტერს“, იტალიური კლუბის გამარჯვების შანსი 46,4%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარფინალში „არსენალს“ მოუგო, „ნერაძურიმ“ კი „ბარსელონა“ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ ბარსელონაზე უფრო ორგანიზებული გუნდია“ | კაპელოს პროგნოზი ფინალზე
„პსჟ ბარსელონაზე უფრო ორგანიზებული გუნდია“ | კაპელოს პროგნოზი ფინალზე