ვენგერი: პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან შორს არ არის
„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი FIFA-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არსენ ვენგერმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდა „მეთოფეები“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
ვენგერმა სწორედ პარიზელების უპირატესობაზე ილაპარაკა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„პარიზელები ორივე მატჩში „არსენალზე“ უკეთესები იყვნენ. მათ მეტი შანსი ჰქონდათ და რეალური საფრთხე არც ერთხელ დამუქრებიათ. ვულოცავ პსჟ-ს. ჩვენ სხვა გუნდი ვნახეთ. არც ისე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან შორს არ არის. არ დავივიწყოთ, რომ ის ერთადერთ კლუბად, რომელსაც იდეალური სეზონის ჩატარება შეუძლია - მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთში დუბლი გააკეთოს და ასევე გახდეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. ეს იქნებოდა გამორჩეული მიღწევა კლუბისა და ლუის ენრიკესთვის“, - თქვა ვენგერმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.