ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები“ - Le Parisien ხვიჩას თამაშს განიხილავს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო მატჩზე ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც განიხილავს.

რას წერს Le Parisien ხვიჩაზე:

„ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს საღამო შესაძლოა, რთული ყოფილიყო. პსჟ-ს საკმაოდ გაუჭირდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმის საწყის 20 წუთში, საერთო ჯამში მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ 24-ჯერ შეეხო. ლუის ენრიკეს გუნდი ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა“.

„ერთი რჩება: ქართველის გამო ნუ ინერვიულებთ. ამ კაცს ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები აქვს. ნუნუ მენდეშთან ერთად, ბუკაიო საკას წინააღმდეგ მისი ნამუშევარი კიდევ დიდი ხნით დარჩება ისტორიას. მაგრამ უპირველეს ყოფლისა, უნდა აღინიშნოს ის ენერგია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გამოავლინა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. თუ ლუის ენრიკე მას ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს ცვლის, ეს სწორედ მისი უნარების დამსახურებაა - შეინარჩუნოს გონიერება და თამაშის დროს დრიბლიორის როლიდან შედარებით შემზღუდველი მცველის როლზე გადავიდეს“.

„მე-17 წუთზე, „არსენალისთვის“ საგანგაშო ეპიზოდი იყო. ამ მომენტამდე ლონდონელებმა პსჟ-ის ფეხბურთელები თითქმის ყველა კომპონენტში ჩაახშეს, ქართველის მომენტის წყალობით კი პარიზმა ნელ-ნელა თავისი თამაშიც იპოვა. „ინტერში“ ლაუტარო მარტინესისა და მარკუს ტურამის დუეტის მსგავსად, კვარამ და დეზირე დუემ მარკინიოსის გადაცემის შემდეგ შესანიშნავი სამუშაო გაწიეს. კვარა კარისგან ზურგით ბურთს ეხება, შემდეგ კი მარცხენა ფლანგზე გარბის, რომელსაც დუეც კარგად მოემსახურა. ამ ეპიზოდს ბურთის ძელზე გარტყმა მოჰყვა, რამაც პსჟ თამაშში დააბრუნა“.

ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 18-დან 15 ზუსტი პასი (83%), 17-დან 6 პოზიციური დუელი მოიგო, 4 საჰაერო დუელიდან 2. სახიფათო სიტუაცია 2-ჯერ განმუხტა, ასევე, ორჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა. ჰქონდა 5 ართმევა. კარისკენ ორჯერ დაარტყა, ამ ორიდან ერთი ძელს გაარტყა, მეორე კი ააცილა. ასევე, მეორე ნახევარში კალაფიორისთან შელაპარაკების გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ Sofascore-სგან მისი თამაში 6.8 ქულით შეფასდა.

ხვიჩას მომენტები არსენალთან:

ხვიჩა კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 31 მაისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე კი „ინტერი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბარსელონა ორი მატჩის ჯამში 7:6 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სიზმარივითაა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ - ხვიჩას ინტერვიუ CBS Sports-თან
„ეს სიზმარივითაა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ - ხვიჩას ინტერვიუ CBS Sports-თან