სტეფ კარის ტრავმა | გოლდენ სტეიტმა მინესოტას სტუმრად მოუგო
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდში, „მინესოტა ტიმბერვულვზი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ ხვდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა „მინესოტას“ საშინაო არენაზე გაიმართა და მასპინძლები 88:99 დამარცხდნენ.
„მინესოტამ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 20:18 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდი საშინლად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 31:44. „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცა და სერიაში დაწინაურდა.
„უორიორსის“ ქომაგთა მთავარი შეშფოთების მიზანი სტეფ კარის ტრავმაა. „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და პარკეტზე აღარ დაბრუნებულა. სტეფმა 13 წუთი ითამაშა და ამდენივე ქულა დააგროვა. „მეომრებთა“ რიგებში საუკეთესო ბადი ჰილდი იყო - 24 ქულა, 8 მოხსნა. ჯიმი ბატლერმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 8 ასისტი მიითვალა.
„მინესოტას“ მხრიდან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო - 23 ქულა, 14 მოხსნა. ნაზ რიდმა 19 ქულა დააგროვა. ჯულიუს რენდლმა და ჯეიდენ მაკდანიელსმა 18 და 12. გეტყვით იმასაც, რომ ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 9 მაისს გაიმართება და მასპინძელი ისევ „მინესოტა“ იქნება.