ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

დენა უაითმაც დაადასტურა | ვინ იქნება ილია თოფურიას მეტოქე?

UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 315-ია, რომლის მთავარი მოვლენაც ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო დაპირისპირებაა. ღონისძიების წინ, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს ილია თოფურიაზე დაუსვეს შეკითხვა.

ჟურნალისტი: „დენა, რამდენიმე წუთის წინ, ილია თოფურიას ინტერვიუ ჩამოართვეს და მან თქვა, რომ ამ ჩხუბის შედეგზეა დამოკიდებული 28 ივნისს, UFC 317-ზე, ისლამ მახაჩევს შეხვდება თუ ჩარლზ ოლივეირას. შეგიძლია, დაადასტურო, რომ მართლა ასეა?“

უაითი: „რთული სიტუაციაა, მაგრამ დიახ, სწორი ინფორმაციაა“.

მოკლედ, როგორც ჩანს, მახაჩევი ბელალთან ჩხუბს არ აპირებს და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ისლამი მსუბუქ წონაში დარჩება და ილიას დაუპირისპირდება. თუ მუჰამედი დამარცხდა და დელა მადალენამ იმარჯვა, მახაჩევი ქვესაშუალოში ავა და მას შეხვდება, რის შემდეგაც, თოფურია ოლივეირას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ყველაზე სახიფათოა“ | რა თქვა კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებზე
„კვარაცხელია ყველაზე სახიფათოა“ | რა თქვა კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებზე