ჩელსი
Aa
Aa

ფლუმინენსე დამარცხებულია - ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ლონდონის ჩელსი ფლუმინენსეს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

არისტოკრატები მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

ანგარიში მე-18 წუთზე ჟოაუ პედრომ გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ჩელსიმ ზეწოლა გააძლიერა და პედრომ 56-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

დარჩენილ დროში ფლუმინენსეს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟოაუ პედრო ფლუმინენსეს აღზრდილი გახლავთ და პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ბრაზილიურ კლუბში გადადგა.

ცნობისთვის, ენცო მარესკას გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის რეალს ან პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები