ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ხაბიბმაც იცის, რომ ისლამს დავანოკაუტებ“ - თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ TMZ-სთან ინტერვიუს დროს ისლამ მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და ხაბიბ ნურმაგომედოვსაც შეეხო. „მატადორმა“ განაცხადა, რომ ისლამსაც ნოკაუტით დაამარცხებს.

რას ამბობს ილია:

„რისკზე წასვლა არ მჭირდება. მოვა დრო, როდესაც ქვესაშუალო წონაში გადავალ და კიდევ ერთი ქამრის მოპოვებას ვეცდები. ისლამმა წონა ჩემთან ბრძოლისგან თავის ასარიდებლად შეიცვალა, იცის, რომ საშიში ვარ და ისიც იცის, რომ ნოკაუტით დავამარცხებ. ამას ხაბიბიც ხვდება. იციან, რომ დავამარცხებ. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ჩემთან ბრძოლა არ სურთ“.

2 კვირის წინ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „მატადორის“ მომდევნო მეტოქე. ამერიკულ მედიაში სამ მთავარ კანდიდატად პედი პიმბლეტი, ჯასტინ გეიჯი და არმან ცარუკიანი მოიაზრებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანს ნამდვილად შეუძლია თოფურიას დამარცხება“ - შონ ომალის მწვრთნელის პროგნოზი
„ცარუკიანს ნამდვილად შეუძლია თოფურიას დამარცხება“ - შონ ომალის მწვრთნელის პროგნოზი