„ცარუკიანს ნამდვილად შეუძლია თოფურიას დამარცხება“ - შონ ომალის მწვრთნელის პროგნოზი
შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა Red Hawk Recap-ის პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
რას ამბობს უელჩი:
„ალბათ, ნახეთ ჩემი და შონის რეაქცია ჩარლზ ოლივეირასთან ნოკაუტის დროს. ეს წარმოუდგენელი იყო. მისი კომბინაციები უბრალოდ დამღუპველია“.
„ვინ უნდა იყოს ილიას მომდევნო მეტოქე? ვფიქრობ, ეს გეიჯისა და პიმბლეტის ბრძოლაში უნდა გაირკვეს. მათი ჩხუბის ჩანიშნვა ჭკვიანური იქნებოდა. მაგრამ გავიგე, რომ UFC არმან ცარუკიანთან ჩხუბსაც განიხილავს. არ მესმის, რატომ რისკავს ორგანიზაცია დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის დამარცხებას. მგონია, რომ ეს შესაძლებელია. არმანს ილიას დამარცხება შეუძლია. თუ მსუბუქ წონაში ვინმეს თოფურიასთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ეს სწორედ არმან ცარუკიანია“.
2 კვირის წინ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „მატადორის“ მომდევნო მეტოქე. ამერიკულ მედიაში სამ მთავარ კანდიდატად პედი პიმბლეტი, ჯასტინ გეიჯი და არმან ცარუკიანი მოიაზრებიან.