ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბოლომდე იბრძოლა და ორი მატჩბოლი მოიგერია | ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს დაემშვიდობა. მეორე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 47-ე ჩოგანი, ლორენცო სონეგო იყო და იტალიელმა ოთხ სეტში იმარჯვა - 6:1, 6:3, 6:7(3), 7:6(4).

პირველმა პარტიამ სონეგოს უპირატესობით ჩაიარა. საწყისი ექვსი გეიმიდან იტალიელმა ჩოგბურთელმა 5 მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. მეორე სეტში, 2:2-ზე ბასილაშვილამ საკუთარი მოწოდება წააგო, 5:3-ზე კი სონეგომ კიდევ ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა.

მესამე სეტში, 1:1-ზე ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა სონეგომ უკუბრეიკი შემოგვთავაზა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა - 7:3. მეოთხე სეტში, 5:5-ზე ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და სონეგომ მატჩზე მოაწოდა. იტალიელს ორი მატჩპოინტი ჰქონდა, თუმცა ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიბრეიკზე ქართველი ჩოგბურთელი 4:3-ს იგებდა და ორი მოწოდება ჰქონდა. ნიკოლოზმა ორივე დათმო და საბოლოოდ, სონეგომ ტაიბრეიკი 7:4 მოიგო, მატჩი კი ოთხ სეტში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა
ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა