ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„კვარაცხელია ყველაზე სახიფათოა“ | რა თქვა კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ შეხვდება. იტალიელმა სპეციალისტმა გადამწყვეტი მატჩის მონაწილეები დაახასიათა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„არის თუ არა პსჟ საშიში? მეკარით უნდა დავიწყოთ, რომელმაც პარიზული კლუბი ფინალში გაიყვანა. ჯანლუიჯი დონარუმას გარდა, ლუის ენრიკეს დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელიც ძალიან ძლიერი ნახევარდაცვით გამოირჩევა. ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები არ არიან, მაგრამ ხარისხი, დინამიკურობა და უმაღლესი დონის ტაქტიკური ცოდნა აქვთ. ისინი პრესინგზე მალევე გადადიან და ბურთს სწრაფად იბრუნებენ.

პარი სენ-ჟერმენის შეტევა ძალიან კრეატიულია და პარიზელებს დუე, დემბელე და კვარაცხელია ჰყავთ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, დრიბლინგი როგორ განახორციელონ და თუ მათ წინააღმდეგ საუკეთესოდ არ ითამაშებ, დაისჯები. ვინ არის პსჟ-ის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? კვარაცხელია. ხვიჩა პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო მოთამაშეა“.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარფინალში „არსენალი“ დაამარცხა და ლონდონელებს ორივე შეხვედრა მოუგო. „ინტერმა“ ასპარეზობას „ბარსელონა“ გამოთიშა. „ნერაძურისა“ და „კვარას“ გუნდის დაპირისპირება მიუნხენში, 31 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს
„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს