ლაუტარო მარტინესი, ფედერიკო დიმარკო, კენან ილდიზი, კრისტიან კივუ
Aa
Aa

კივუ, დიმარკო და სხვები - სერია ა-ში საუკეთესოები დაასახელეს

სერია ა-ში 2025-26 წლების სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ, რომლის გუნდმაც ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ისტორიაში 21-ე სკუდეტო მოიგო, შემდეგ კი იტალიის თასის ფინალში „ლაციო“ დაამარცხა, საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ამგვარად, 45 წლის რუმინელმა სპეციალისტმა „ინტერთან“ ერთად ოქროს დუბლი მოიგო. ჯილდო კივუს დასკვნითი ტურის მატჩის შემდეგ (ბოლონია-ინტერი) გადაეცემა.

სეზონის MVP ინტერის განაპირა მცველი ფედერიკო დიმარკო გახდა, რომელიც 16 საგოლე პასით ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტია. დიმარკოს ანგარიშზე ასევე 6 გოლია.

საუკეთესო მეკარის ჯილდო „რომას“ კარის დარაჯს, მილე სვილარს ერგო, საუკეთესო მცველი მარკო პალესტრა (კალიარი) გახდა, საუკეთესო ნახევარმცველად „კომოს“ არგენტინელი ფეხბურთელი ნიკო პასი აღიარეს, საუკეთესო ფორვარდი კი მისი თანამემამულე, „ინტერის“ კაპიტანი ლაუტარო მარტინესი გახდა.

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, ეს ჯილდო „იუვენტუსის“ „ათიანს“, კენან ილდიზს გადაეცა.

გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც სპორტული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისგან შედგებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში მეათედ - ინტერმა კოპა იტალია მოიგო
ისტორიაში მეათედ - ინტერმა კოპა იტალია მოიგო