ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა“ | კრის უოდლი კვარაცხელიას აქებს

ინგლისელმა ფეხბურთელმა, კრის უოდლმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 65 წლის უოდლს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა „კვარას“ ოქროს ბურთის პრესტიჟული ჯილდოს რამდენჯერმე მოგება და მან ქართველი შემტევი შეაქო.

„ნაპოლიში შესანიშნავი იყო. ჩემი აზრით, ის ნამდვილად განსხვავებას ქმნიდა. პარიზში ადაპტაციის გასავლელად ოდნავ მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ბოლო პერიოდია მოედანზე ცეცხლს ანთებს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.

მისი თამაში სასიამოვნო საყურებელია. ბურთის წინ წაღება ძალიან კარგად გამოსდის და მშვენიერი საფეხბურთო ინტელექტიც აქვს. თუ ოდესმე ტრანსფერზე დააყენებენ, მისთვის უამრავი კლუბი იბრძოლებს, თუმცა შესაძლოა, ისეთ გუნდშიც გადავიდეს, რომელსაც საერთოდ არ ველოდებით.

როდესაც ვარჩევდი კლუბს, სადაც გადასვლა შემეძლო, ყოველთვის ისეთი გუნდის პოვნა მინდოდა, რომელიც ჩემს საყვარელ სტილში თამაშობდა. ვფიქრობ, კვარაცხელიაც ასე მოიქცევა. ის სანახაობრივი სტილის მქონე ფეხბურთელია და გადავა გუნდში, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს“.

ცნობისთვის, უოდლს ინგლისის ნაკრების მაისურით 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული და სხვადასხვა დროს „ნიუკასლში“, „ტოტენჰემსა“ და „მარსელში“ უთამაშია. მან კარიერა 2013 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპპერიას დააძინებს“ | ჯეიკ პოლის კომენტარი ილიასა და რაიან გარსიას დაპირისპირებაზე
„ტოპპერიას დააძინებს“ | ჯეიკ პოლის კომენტარი ილიასა და რაიან გარსიას დაპირისპირებაზე