ვილი სანიოლი, თორნიკე ძოწენიძე
Aa
Aa

შრომა გააგრძელოს და დაუფასდება | სანიოლმა ძოწენიძეზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა თორნიკე ძოწენიძეს ეხებოდა, რომელსაც სლოვაკეთის ჩემპიონატში, კლუბ მიხალოვცეში კარგი სეზონი ჰქონდა.

სანიოლი თორნიკე ძოწენიძეზე: „ზოგიერთი ფეხბურთელი პატარაობოდან ვითარდება კარგად, ზოგი მოგვიანებით აღწევს პიკს. ძოწენიძეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ახლა არ გამოვიძახეთ, მაგრამ ვაკვირდებით მის წინასვლას. თუ ასე გააგრძელებს, მას აუცილებლად გამოვიძახებთ. ბერიაშვილის მაგალითიც ასეთია, შრომა უნდა გააგრძელოს და დაუფასდება''.

2025-26 წლების სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია)

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც შეკრებას 25 მაისს დაიწყებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რუმინეთსა (2 ივნისი, 21:00) და ბაჰრეინს (5 ივნისი, 20:00) უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები