ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი ტრანსფერი დიდი თანხა დაჯდება“ | ვინ გამოიყენებს კვარას ყველაზე კარგად პრემიერ ლიგაში

კრის უოდლმა დაასახელა პრემიერლიგის კლუბები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებდნენ. ინგლისელმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ ახსენა.

„ვინ გამოიყენებდა კვარაცხელიას შესაძლებლობებს ბოლომდე? „მანჩესტერ სიტიმ“ ანტუან სემენიო იყიდა, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია და „ქალაქელებს“ ის არ შეუბოჭავთ. მას უფლება მისცეს, თავის სტილში ეთამაშა და კვარაცხელია ბურთს ისე კარგად ატარებს, ვფიქრობ, „სიტის“ კარგად მოერგებოდა.

იცით, რას გეტყვით? ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე რომ თამაშობდეს, „ლივერპული“ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. „წითლების“ სტილიდან გამომდინარე, მათთვის ეს ტრანსფერი მშვენიერი იქნებოდა. ნებისმიერი გუნდი, რომელიც ბურთის ფლობაზეა ორიენტირებული, პრესინგს მიმართავს, მაღალი დაცვის ხაზითა და შემტევი სტილით თამაშობს, მისთვის იდეალურია.

კვარაცხელიას ტრანსფერი კოლოსალური თანხა დაჯდება, მაგრამ შესაძლოა, ერთ ან ორ წელიწადში პარიზშიც იგივე მოხდეს, რაც ნეაპოლში, და ინგლისის პრემიერლიგის გამოცდა ან ესპანეთის რომელიმე გრანდში თამაში მოუნდეს. წარმოიდგინეთ, „ბარსელონამ“ რომ გააფორმოს... კვარაცხელია მარცხნივ, ლამინ იამალი მარჯვნივ. მისი ნახვა „რეალშიც“ შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, მადრიდელ გულშემატკივრებსაც უზომოდ შეუყვარდებოდათ მისი სათამაშო სტილის გამო.

თუ ის ოდესმე „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას გადაწყვეტს, არჩევანის გაკეთება ნებისმიერ გუნდს შორის შეეძლება, თუმცა არ მგონია, პარიზელებმა მისი გაშვება ასე მარტივად დაუშვან — ყოველ შემთხვევაში, კიდევ მინიმუმ ორი სეზონი“.

ცნობისთვის, კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთი მისთვის ყველაფერია“ | ხვიჩას პირველი მწვრთნელი EFE-ს ესაუბრა
„ფეხბურთი მისთვის ყველაფერია“ | ხვიჩას პირველი მწვრთნელი EFE-ს ესაუბრა