„ფეხბურთი მისთვის ყველაფერია“ | ხვიჩას პირველი მწვრთნელი EFE-ს ესაუბრა
ესპანურმა საინფორმაციო სააგენტომ, EFE-მ ვლადიმერ კაკაშვილთან, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი გახლავთ, ინტერვიუ ჩაწერა. კაკაშვილმა „კვარას“ ბავშვობა გაიხსენა.
„როდესაც „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადმოვიდა, უნდოდა, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი გამოსულიყო. ახლა თავისი სტილი აქვს, თუმცა ფეხბურთისადმი სიყვარულისა და პროფესიონალიზმის გამო შეგვიძლია ხვიჩა კრიშტიანუს შევადაროთ. მისთვის ფეხბურთი ყველაფერია. ეს სპორტი ბავშვობიდან ძალიან უყვარს და თამაშით ახლაც სიამოვნებას იღებს.
აკადემიაში მასთან ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. არასდროს მინახავს, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს. ხვიჩა ყველას უყვარს და იმედი მაქვს, მას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას მივულოცავ. ასევე ვიმედოვნებ, ოქროს ბურთს მოიგებს. ამას იმსახურებს! „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო ფეხბურთელია!“
ცნობისთვის, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ელის. თბილისის დროით 20:00-ზე ფრანგები „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.