ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

მისი პირველი კლუბი ცნობილია | ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 42 წლის ესპანელი „გალფ იუნაიტედს“ ჩაიბარებს და ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გავრცელდება.

ალბასეტელი სპეციალისტი მწვრთნელის ამპლუაში დებიუტს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ამ გუნდში შეხვდება, სადაც ესპანელ დავიდ იგლესიასს ჩაანაცვლებს. დუბაიში ბაზირებული კლუბი, რომელიც 2019 წელს დაარსდა, ქვეყნის მეორე დივიზიონში თამაშობს და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, 15 გუნდს შორის 25 ქულით მეათე ადგილს იკავებს.

მისი მომავალი შეგირდების შემადგენლობაში დიდი ვარსკვლავები არ ირიცხებიან, თუმცა ევროპული ფეხბურთისთვის რამდენიმე ნაცნობი სახელი მაინც მოიძებნება. მათ შორის არის ლეროი ფერი, რომელსაც „სუონსიში“, „ფეიენოორდში“, „ნორვიჩსა“ და ქპრ-ში უთამაშია. ასევე რობინ კუაისონი — შვედეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც „გალფ იუნაიტედში“ გადასვლამდე „მაინცში“, „ალ-ეტიფაკსა“ და სალონიკის „არისში“ ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპპერიას დააძინებს“ | ჯეიკ პოლის კომენტარი ილიასა და რაიან გარსიას დაპირისპირებაზე
„ტოპპერიას დააძინებს“ | ჯეიკ პოლის კომენტარი ილიასა და რაიან გარსიას დაპირისპირებაზე