ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მოედანზე სწორად პოზიციონირება ვასწავლეთ“ - რუბინის ექსმწვრთნელმა ხვიჩაზე ილაპარაკა

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ფრანგულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და რუსეთში მის კარიერაზე ილაპარაკა.

მისი ხელმძღვანელობის დროს, ქართველმა ფეხბურთელმა რთული პერიოდი გაიარა, რადგან შარონოვი მას ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდა.

რა თქვა შარონოვმა:

„ჩვენ ხვიჩას მოედანზე სწორად პოზიციონირება ვასწავლეთ. ყველა ვარჯიშზე მას დავალებული ჰქონდა არ გაქცეულიყო იმ ზონებში, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ. კვარას ვიყენებდით მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე - თუ ნახევარფლანგზე, ხაზებს შორის რვიანი იყო, ხვიჩა იქ არ უნდა ჩარეულიყო და სივრცე შეენარჩუნებინა. თუ ზონა თავისუფალი იყო, მაშინ შეიძლებოდა შესვლა - ამ სივრცეზე პასუხს მარცხენა მცველი აგებდა. რა თქმა უნდა, აქცენტი კეთდებოდა სივრცეზე, რადგან ერთი ერთზე თამაშში ხვიჩა ისედაც კარგია. მისი მხრიდან ყოველთვის იყო თავაზიანი დამოკიდებულება. ასეთ მომენტებში ხვიჩას საქციელი შეიძლება შევადაროთ ბავშვის საქციელს, რომელსაც საყვარელი სათამაშო წაართვეს“.

„ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი შიშობდა, რომ კვარა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა. მე მას ვუხსნიდი, რომ ხვიჩა ყველა ასპექტში უნდა გაუმჯობესდეს და მისი ფეხბურთი მხოლოდ დრიბლინგი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა „რუბინის“ ღირსებას 2019-2022 წლებში იცავდა. რომან შარონოვი ყურბან ბერდიევის თანაშემწე იყო, 2020 წელს მისი წასვლის შემდეგ კი ლეონიდ სლუცკის დანიშვნამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში „რუბინის“ დროებითი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე
„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე