იურიჩი: იმედი მაქვს, გუნდში საზონოვის ინტეგრაცია კარგად მოხდება
„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ლაციოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და ჟურნალისტების მხრიდან ერთ-ერთი კითხვა საბა საზონოვსაც ეხებოდა.
„ბონჯორნომ ტკივილი იგრძნო, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რადგან ჯიჯისა და ზიმას ტრავმები აქვთ. იმედი მაქვს, რომ გუნდში საზონოვის ინტეგრაცია კარგად მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. დაცვაში დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან სულ 3 ცენტრალური მცველი გვყავს ჯანმრთელი. საბამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს“.
- აღნიშნა იურიჩმა.
საზონოვი შეხვედრაში 27-ე წუთზე ტრავმირებული ბონჯორნოს ნაცვლად ჩაერთო.
საბამ 4 საჰაერო დუელიდან 1 მოიგო, ხოლო პირისპირ მის წინააღმდეგ 3-ჯერ დარჩნენ და აქედან ორჯერ მოწინააღმდეგე შეაჩერა. ჯამში „ჯვაროსნების“ უკანახაზელი ბურთს 53-ჯერ შეეხო. გააკეთა 45 პასი, რომელთაგან 42 ზუსტი იყო (93%).
ამ მომენტისთვის, „ტორინო“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ტურინული გუნდი „ვერონას“ უმასპინძლებს.