მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ეგვიპტელი ფეხბურთელი, მოჰამედ სალაჰი ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„ლივერპულის“ ვინგერს ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციის პრიზი გადაეცა.

ხმის მიცემის პროცესში ორგანიზაციის 900-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა. სალაჰმა ხმების 90% მიიღო, რაც XXI საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია.

ეგვიპტელმა ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ეს პრიზი სამჯერ მოიგო. მოჰამედს აღნიშნული ჯილდო 2018 და 2022 წლებიც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მო „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში, სალაჰმა ყველა ტურნირზე, 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 23 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები“ - Le Parisien ხვიჩას თამაშს განიხილავს
„ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები“ - Le Parisien ხვიჩას თამაშს განიხილავს