ლევერკუზენმა დაადასტურა - ალონსო კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს
„ლევერკუზენმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩაბი ალონსო სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალმა“ 43 წლის ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტი შეათანხმა და ის სამეფო გუნდს 3 წლით ჩაიბარებს.
„ლევერკუზენმა“ საფეხბურთო სამყაროში აღიარებას, ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, მიზანმიმართული წარმატების წყალობით მიაღწია“, - თქვა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო კარომ.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან წვრთნის. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერ თასი მოიგო.
როგორც მოსალოდნელია, კარლო ანჩელოტი „რეალს“ 25 მაისს, სეზონის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება.