რეალმა ალონსოსთან კონტრაქტი შეათანხმა | Marca
მადრიდის „რეალი“ ახალ მთავარ მწვრთნელთან, ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ამჟამად „ლევერკუზენს“ წვრთნის.
ავტორიტეტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი სამეფო გუნდს 3 წლით ჩაიბარებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩაბი მადრიდში გადაიყვანს ასევე თავის ასისტენტს, სებას პარილას, რომელიც ფიზიკური მომზადების მწვრთნელია და ალონსოსთან 2018 წლიდან მუშაობს.
როგორც მოსალოდნელია, კარლო ანჩელოტი „რეალს“ 25 მაისს, სეზონის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან წვრთნის. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერ თასი მოიგო.