თუ რეალში დანიშნავენ - ალონსომ სატრანსფერო სია წარადგინა
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გაწვრთნის მადრიდის რეალს მომავალ სეზონში. საუბარი, როგორც კარლო ანჩელოტის დარჩენაზე მიმდინარეობს, ასევე ჩაბი ალონსოს მოყვანაც განიხილება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, თუ ალონსო სამეფო კლუბს ჩაიბარებს, ის რამდენიმე ტრანსფერს მოითხოვს.
MARCA-ს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სურს. ყველაზე პრიორიტეტული ფლორიან ვირცის ტრანსფერი იქნება.
ასევე არის 3 ვარიანტი - კერკეზი, კარერასი ტეო. ამ სამიდან ალონსოს ერთი მაინც უნდა მოუყვანონ. ჩაბის ასევე მარტინ სუბიმენდი და ერთი ცენტრალური თავდამსხმელი სურს.
ასევე, ის თვლის, რომ მადრიდის რეალის ცენტრალურ დაცვაში ტოპ ფეხბურთელის მოყვანაა საჭირო. ალონსო ჯონათან ტას და უილიამ სალიბას უმიზნებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი ჩაბი ალონსოსაც და კარლო ანჩელოტისაც ჩაუვარდათ. იტალიელ მწვრთნელს ბრაზილიის ნაკრები ეპატიჟება, თუმცა „პაპა კარლო“ ჯერჯერობით უარზეა.