ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ალონსოს შემცვლელი ნაპოვნია? | ლევერკუზენი ჩავის დანიშვნას განიხილავს

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ლევერკუზენის „ბაიერმა“ ჩაბი ალონსოს შემცვლელი იპოვა.

გამოცემის მტკიცებით, თუ ალონსო მადრიდის „რეალში“ წავა, „ფარმაცევტების“ თავკაცის თანამდებობაზე ბასკი სპეციალისტის შემცვლელად მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჩავი ერნანდესი განიხილება.

Kicker-ი წერს, რომ „ლევერკუზენი“ მოხიბლულია ჩავის ტაქტიკური მიდგომით, მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებით და ინგლისურის კარგი ცოდნით. კლუბთან დაახლოებული წყაროების მტკიცებით, კატალონიელ სპეციალისტთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა და ჩავიმ ამ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთანავე, ჩავი ერნანდესი „ფარმაცევტების“ ერთადერთი კანდიდატი არაა. ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, კლუბში ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურაც განიხილება, თუმცა მას ჯერ არავინ დაკავშირებია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესი კატარის „ალ-სადს“ წვრთნიდა, სადაც 7 ტიტული მოიგო. ამის შემდეგ კატალონიელი „ბარსელონას“ ჩაუდგა სათავეში და ორნახევარ სეზონში მხოლოდ ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო. გასული წლის ზაფხულში „ბარსელონას“ თავკაცის თანამდებობაზე ჩავი ჰანსი ფლიკმა შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Relevo: ჩაბი ალონსოს რეალთან შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
Relevo: ჩაბი ალონსოს რეალთან შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს