საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში - კენჭისყრა 13 მაისს გაიმართება

მსოფლიოს 2027 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის დროს, საქართველოს ეროვნული გუნდი ფინეთის, თურქეთისა და დანია-ხორვატიის წყვილის გამარჯვებულთან ერთად, მეოთხე კალათაში იქნება. 32 ნაკრები 8 ჯგუფში განაწილდება. თითოეული, 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა. პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება. მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება. თამაშები 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება. წილისყრის ცერემონია პლანეტის უდიდესი საკალათბურთო ფორუმის მომავალი მასპინძელი ქვეყნის, კატარის დედაქალაქ დოჰაში 13 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კალათბურთელებმა 2023 წელს ითამაშეს, როდესაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, თუმცა იქ უკვე ავსტრალიელებთან, გერმანელებთან და სლოვენიელებთან ვეღარაფერი გააწყვეს და საუკეთესო თექვსმეტ გუნდში მოხვედრით დაკმაყოფილდნენ, რაც დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგი გახლდათ.

სანამ პლანეტის უდიდესი საკალათბურთო ფორუმის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება, 28 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს და ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩაატარებს, სადაც ქართველი კალათბურთელების მეტოქე იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, მასპინძელი კვიპროსისა და ბოსნიის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 100%-იანი მაჩვენებელი - ტენერიფემ ჟირონას მოუგო
შერმადინის 100%-იანი მაჩვენებელი - ტენერიფემ ჟირონას მოუგო