გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

შევიდა და საგოლე პასი გააკეთა - ქოჩორაშვილის სევილიამ ვალენსიას მოუგო

ლა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდათ, მეორე ტაიმის სტარტზე კი ანდალუსიელები ახლოს იყვნენ გოლთან, როცა ლუკა სტასენის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი „ვალენსიას“ კარის ძელს მოხვდა. 78-ე წუთზე ხარიხამ გაშვებულ გოლს უკვე „სევილია“ გადაარჩინა, როცა მახვილი კუთხიდან დავიდ ოტორბი ურტყამდა.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. ქოჩორაშვილმა მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, 81-ე წუთზე კი მის მიერ მოწოდებულ ჯარიმას ერთადერთი გოლი მოჰყვა, როცა „ვალენსიას“ კარი ხუან იგლესიასმა აიღო.

გიორგი ქოჩორაშვილის ასისტი

5 ტურის შემდეგ ქოჩორაშვილის გუნდს 10 ქულა აქვს. „სევილია“ მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 სექტემბერს „დეპორტივოს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    წინასწარ კონტრაქტზე შევთანხმდით | არსენალის ოფიციალური განცხადება ბართიშვილზე
    წინასწარ კონტრაქტზე შევთანხმდით | არსენალის ოფიციალური განცხადება ბართიშვილზე