Football Insider: ლივერპული ალისონისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს
„ლივერპული“ ალისონ ბეკერისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Football Insider-ი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, თუ „მერსისაიდელთა“ გეგმები არ შეიცვალა, ზაფხულში ალისონი „ენფილდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
რას წერს გამოცემა:
„33 წლის ბრაზილიელი ანდონი ირაოლასთვის ნომერ პირველი არჩევანია და ახალ სეზონში რამდენიმე კარგი პერფორმანსიც შემოგვთავაზა, თუმცა მისი ასაკისა და ტრავმების ისტორიის გათვალისწინებით „წითლებს“ ალისონისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება არ სურთ.
ზაფხულში კლუბში ამ საკითხზე შიდა დისკუსიები გაიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, თუმცა ამ დროისთვის ლივერპულის პოზიცია ასეთია - ალისონი „ენფილდზე“ ბოლო სეზონს ატარებს“.
ცნობისთვის, ალისონი „ლივერპულს“ 2018 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 4 მატჩი ჩაატარა და კარი „მშრალად“ ერთხელ შეინახა.