ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

უპირატესობას ბრაზილიელს ანიჭებენ | შახტარში აზაროვს არ ენდობიან

უკრაინის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ლუგანსკის „ზორიამ’’ დონეცკის „შახტარი’’ მიიღო, სტუმართა სასტარტოში ირაკლი აზაროვი კვლავ ვერ მოხვდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

შეხვედრა 0:0 დასრულდა, „შახტარი'' 58 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან „ოლექსანდრიას'' 5 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, „ოლექსანდრიას'' ერთი მატჩი მარაგში აქვს და თუ მოიგებს, სხვაობა 8-ქულიანი გახდება.

სეზონის პირველ ნახევარში ქართველ მარცხენა მცველს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. სეზონის მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა, „შახტარის’’ მთავარი მწვრთნელი მარინო პუშიჩი ამ პოზიციაზე უპირატესობას კვლავ ბრაზილიელ პედრო ენრიკეს ანიჭებს.

2025 წელს უკრაინის ჩემპიონატში „შახტარმა’’ 12 მატჩი ჩაატარა, აზაროვი სასტარტო 11-ეულში მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მოხვდა. „ზორიასთან’’ დღევანდელ მატჩში სასტარტოში ბრაზილიელი მცველი იყო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ირაკლი აზაროვი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, მისი როლი ნაკრების წარმატებაში დიდია და მნიშვნელოვანია ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს, რომელიც ივნისში გაიმართება, კარგ ფორმაში შეხვდეს, ამისთვის კი რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია.

თუ სეზონის ბოლომდე სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღო, შესაძლოა ზაფხულში უკრაინული კლუბი დატოვოს. აზაროვს „შახტართან'' კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდესი პოტენციალი აქვს“ | დიეგო ალვეშმა მამარდაშვილი შეაქო
„უდიდესი პოტენციალი აქვს“ | დიეგო ალვეშმა მამარდაშვილი შეაქო