ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ჭკვიანი ფეხბურთელი დიდი პოტენციალით“ | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკო შეაქო

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ქართველი გარემარბი შეაქო და დაასახელა კომპონენტები, რომლებშიც მას პროგრესის მიღწევა შეუძლია.

„ზურიკოს 16 საგოლე მოქმედება აქვს, რაც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდის ფეხბურთელისთვის საოცარი შედეგია. დავითაშვილი ბრწყინვალე ფინიშინგით გამოირჩევა, გოლის ალღო აქვს და სეზონის მეორე ნახევარში, გადაცემების გაკეთების მხრივაც მოუმატა.

ზურიკო ჭკვიანი ფეხბურთელია, დიდი პოტენციალით. პროგრესის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში, შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებაც დავითაშვილს შეუძლია, სტაბილურობაა. ლიგა 1-ში ახალია და ადაპტაცია უნდა გაიაროს, თუმცა, თამაშს კარგად კითხულობს და მოედნის საინტერესო ხედვა აქვს. სათამაშო დრო მას ხარისხების განვითარებაში დაეხმარება. პირადად ჩემთვის, ორი კომპონენტი, რომლებიც მას გასაუმჯობესებელი აქვს, სტაბილურობა და ეფექტურობაა“.

ცნობისთვის, დავითაშვილმა ლიგა 1-ის 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა“ და „ლილის“. ასევე, „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან“ - დუბლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდესი პოტენციალი აქვს“ | დიეგო ალვეშმა მამარდაშვილი შეაქო
„უდიდესი პოტენციალი აქვს“ | დიეგო ალვეშმა მამარდაშვილი შეაქო