ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარამ თავისი გოლით დრო გააჩერა“ - რას წერს იტალიური პრესა

ხვიჩა კვარაცხელიას „უდინეზესთან“ ნაჩვენებ საოცარ თამაშს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო შეფასებას.

Calciomercato - (8 ქულა): „როგორც იქნა კვარა დაბრუნდა! უდიდესი მატჩი ქართველი ფეხბურთელის შესრულებით, რომელმაც პენალტი გამოიმუშავა, ძელი ორჯერ შეაზანზარა, ბოლოს კი ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. შეხვედრაზე მაჟორულ ნოტზე დაასრულა და სიმეონეს საგოლე გადაცემა გაუკეთა“.

Calcionapoli1926 - (8 ქულა): „ორჯერ ძელს მოარტყა და ეს მართლაც მეტისმეტი იყო, თუმცა როგორც იქნა განმათავისუფლებელი გოლი მოვიდა! ხვიჩა კარგი იყო გამომუშავებული პენალტის დროსაც. ბოლოს საგოლე პასიც შეასრულა. მოკლედ კვარა დაბრუნდა!“

Calciomercato – (8.5 ქულა): „კვარამ პენალტი მოიპოვა, მისი დარტყმული ძელს ორჯერ მოხვდა, მცველებს მარტივად უსწორდებოდა. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნება იყო. ბოლოს მან ბიოლის ბურთი აართვა, სილვესტრის თავზე გადაუგდო და დიდებული გოლი! მან ამ ყველაფერს სიმეონესთვის საგოლე გადაცემაც დაუმატა“.

Tuttomercatoweb – (8 ქულა): „და აი ისიც! მან ეს ისევ შემოგვთავაზა, თავისი არაპროგნოზირებადობა ყველა იმ კომპონენტით, რამაც გასულ სეზონში იტალიასა და ევროპაში მცველები გააგიჟა“.

Tuttonapoli – (8.5 ქულა): „კვარამ აჯობა ებოსელეს, რომელმაც საჯარიმოში ის ორჯერ წააქცია. ხვიჩამ ძელს ბურთი ორჯერ გაარტყა, მეორე შემთხვევაში კი ფენომენალურად მოქმედებდა. შემდეგ მან თავისი გოლით დრო გააჩერა, რომლის ნახვაც ამ მატჩში ბილეთის საფასურად ნამდვილად ღირდა. მეტიც, მთელი სეზონის აბონემენტის ფასადაც კი“.

კვარას ყველა მომენტი VS უდინეზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ
“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ