გიორგი შერმადინი
Aa
Aa

მარცხი ნახევარფინალში - შერმადინის 11 ქულა

„ლაგუნა ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „გალათასარაისთან“ 10-ქულიანი სხვაობით, 80:90 დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამ მხრივ კანარის კუნძულების კლუბმა შარშანდელთან შედარებით შედეგი გაიუარესა, რადგან წინა სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამჯერად კი მაქსიმუმ ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს ბრძოლა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. „ლაგუნა ტენერიფეს“ 36 წლის ქართველმა ცენტრმა როგორც ორქულიანები (ოთხიდან ოთხი), ასევე საჯარიმოები (სამიდან სამი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ოთხიდან სამი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ლაგუნა ტენერიფე“ ათენის „აეკსა“ და მალაგას „უნიკახას“ წყვილში დამარცხებულს შეხვდება. ესპანეთის ლიგა ენდესაში კი მორიგ შეხვედრას 18 მაისს, სტუმრად „ლეიდასთან“ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძის კარგი მატჩი | ბექას გუნდმა ბარსელონას მოუგო და დარჩენის შანსი აქვს
ბურჯანაძის კარგი მატჩი | ბექას გუნდმა ბარსელონას მოუგო და დარჩენის შანსი აქვს