ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა | შტურმის მნიშვნელოვანი გამარჯვება

ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა და ალექსა ტერზიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რის შემდეგაც „შტურმი“ დაწინაურდა. მეოცე წუთზე, გრაცელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა და თავი ვილიამ ბოვინგმა გამოიჩინა - 2:0. პირველი ტაიმის ბოლოს, „ზალცბურგმა“ ნენეს გოლით ჩამორჩენა შეამცირა - 2:1.

მეორე ტაიმის სტარტზე, გრეგორი ვუტრიხმა „შტურმი“ წინ ორი ბურთით გაიყვანა, რასაც აივუს ავტოგოლი მოჰყვა, საბოლოო ანგარიში კი ჩუკვუანიმ დააფიქსირა. „კიტემ“ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, ორჯერ არაზუსტად, ერთხელ დაუბლოკეს. ოთარმა 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 13-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო.

ცნობისთვის, „შტურმს“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. გრაცელები „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერს“ 6-6 ქულიუთ უსწრებენ, თუმცა მათ ერთით ნაკლები თამაში აქვთ გამართული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ ფორმაში მოედანზე რას აკეთებს“ - კუნდე ლევანდოვსკისთან კონფლიქტს უარყოფს
„ასეთ ფორმაში მოედანზე რას აკეთებს“ - კუნდე ლევანდოვსკისთან კონფლიქტს უარყოფს